|
2021-01-07 02:02:15, 579 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ამბოხებულებს - ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც ჩვენ მოგვპარეს, მაგრამ წადით სახლში
დონალდ ტრამპმა სულ რამდენიმე წუთის წინ "ტვიტერზე" ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მომიტინგეებს მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ესმის მათი "ტკივილი" და მათი გრძნობები. ტრამპი კვლავ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. „მე მესმის თქვენი ტკივილის, ჩვენ გვქონდა არჩევნები, რომელიც ჩვენ მოგვპარეს. ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით მეორე მხარემ, მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ. ჩვენ მშვიდობა უნდა გვქონდეს, უნდა გვქონდეს კანონი და წესრიგი, და პატივი ვცეთ დიდებულ სამართალდამცავებს. არ გვინდა ვინმე დაშავდეს. ეს ძალიან რთულია, ასეთი დრო არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არასდროს მომხდარა, რომ ყველა ჩვენგანისგან, ქვეყნისგან მოეპარათ... [არჩევნები] ეს იყო გაყალბებული არჩევნები. მაგრამ ამ ხალხის სასიკეთოდ ვერ ვიმოქმედებთ. ასე რომ, წადით სახლში, ჩვენ თქვენ გვიყვარხართ, თქვენ განსაკუთრებულნი ხართ. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება, როგორ ექცევიან სხვებს... ისე ცუდად და ისე ბოროტად... მესმის, რას გრძნობთ, მაგრამ წადით სახლში და წადით მშვიდობით“, - ამბობს პრეზიდენტი ვიდეო-მიმართვაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)