|
2021-01-05 15:03:23, 1180 ნახვა
რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პირადი აღჭურვილობის დამცავი საშუალებები გადაეცა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესშია ჩართული საერთაშორისო კომპანია “Wondernet Exspress”-მა სამედიცინო პერსონალის ეკიპირებისთვის 2000 ერთეული პერსონალური ბიოლოგიური დაცვის სპეც კომბინიზონი გადასცა. სართაშორისო კომპანიის მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული დახმარება აჭარის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოვიდმიმღებ საავადმყოფოს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გადასცა. "მსგავსი დახმარება, კოვიდ მიმღები კლინიკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს გარკვეული კატეგორიის სამედიცინო პერსონალისთვის ეკიპირების მიწოდებას, თუმცა მოთხოვნა დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია კერძოს სექტორის ჩართულობა. ჩვენ დიდ მადლობას მოვახსენებთ თითოეულ ორგანიზაციას გაწეული დახმარებისთვის", - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში 2020 წლის სექტემბერში ჩაერთო. დღემდე სტაციონარული მომსახურება გაეწია 3396 პაციენტს, ამბულატორიული სერვისი მიეწოდა 3959 პაციენტს. კლინიკა ერთდროულად 220 პაციენტს ემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)