20:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 11:42:15, 1412 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: გვინდა, ადგილზე მოვსინჯოთ ძალები სამხედრო დრონების საწარმოებლად

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“ სამხედრო მრეწველობის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ამ მიზნის მიღწევა ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთისა და აშშ-ის გამოცდილების გაზიარებით არის შესაძლებელი.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ერთობლივი საწარმოების შექმნა არის კარგი და აპრობირებული გამოსავალი იმისათვის, რომ ამ მიმართულებით სწრაფი პროგრესი გვქონდეს. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უპილოტო საფრენი აპარატების - დრონების წარმოების განვითარების შესაძლებლობაზე.

„დრონების წარმოებაზეც უკვე დავიწყეთ საუბარი და გვინდა, რომ ადგილზე მოვსინჯოთ ძალები, ვინაიდან ამის გამოცდილება გვაქვს. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი ქვეყანა ფლობდა და ფლობს ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ქარხანას. მსოფლიოში არის სულ რამდენიმე, ალბათ 20-მდე თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ერთ დროს იყო თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. აქ არის 1000-მდე სამხედრო თვითმფრინავი SU-25 გამოშვებული. ასეთი პოტენციალის მქონე ქვეყანაში გვაქვს ქარხანა, რომელიც ახლა „დელტას“ მენეჯმენტის ქვეშ არის - „თბილავიამშენი“, სადაც დავიწყეთ აღმშენებლობა, დავიწყეთ თვითმფრინავების, ვერტმფრენების რემონტი და ამის არ გამოყენება არის დანაშაული. ეს არის უნიკალური ბაზა, სადაც დასაქმებული ხალხი ოქროს ფონდია. ამას გარდა, ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი საავიაციო უნივერსიტეტთან და გვინდა, რომ მოვიზიდოთ ახალგაზრდები და ახალი თაობა გაიზარდოს ძველ, გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics