|
2015-09-30 18:00:18, 3083 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა “Innova” გაიხსნა
თბილისში, სანდრო ეულის ქუჩა N7-ში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა - “Innova” გაიხსნა. კლინიკის ძირითადი სამედიცინო მიმართულებები იქნება ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია და ზოგადი ქირურგია. ახალი კლინიკის გახსნას დაესწრება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო. “Innova”-ს მთავარი დამფუძნებელია “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”, რომელიც კვლავ აგრძელებს სამედიცინო სფეროში ინვესტიციებს და ეს ჯგუფის უკვე მეორე სრულიად ახალი სამედიცინო ცენტრია. პროექტის დაფინანსება, როგორც მშენებლობის ისე აპარატურის ნაწილში, განახორციელა “საქართველოს ბანკმა”, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად. კლინიკა „Innova” განთავსებულია 7,000 კვ.მ. ფართზე და აღჭურვილია უახლესი თანამედროვე სტანდარტების მქონე აპარატურით, სადაც არის 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი, და მაღალ ტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი. კლინიკაში მოღვაწეობენ ისეთი პროფესიონალი და წარმატებული ექიმები, როგორებიც არიან რამაზ აღლემაშვილი, ვადიმ ხატიაშვილი, რეზო ბოჭორიშვილი, ირაკლი თოდუა, გოჩა ჩუტკერაშვილი, ირაკლი ჭელიშვილი (პეჩო), დავით დოთიაშვილი და ზურაბ ნარიმანიძე. “ჩვენი სურვილია სრულიად ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გაუწიოთ პაციენტებს და ზოგადად ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ ახალი კლინიკა - “Innova”, თავისი თანამედროვე ტექნოლოგიით და აპარტურით საუკეთესო დასავლური ხარისხის სერვისს შესთავაზებს პაციენტებს,“- აღნიშნა კლინიკის მთავარმა ექიმმა გოჩა ჩუტკერაშვილმა.
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)