|
2020-12-29 13:03:14, 609 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დენის ტარიფის ზრდას, პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დენის ტარიფის ზრდას, პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს. მისი თქმით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3 წლის წინ დამტკიცდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ბევრი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის გადამცემ ხაზებში, რაც, საბოლოო ჯამში, ტარიფში აისახება. „ჩვენ არ შეგვიძლია ჩავერიოთ სემეკის კომპეტენციაში, მაგრამ რაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია და მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებთ კიდეც, არის ის, რომ დავიცვათ მოსახლეობა ტარიფის ზრდისგან. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიც არ უნდა იყოს ეს ფასნამატი და ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვის, ჩვენ ამ 12 თვის, ყველაზე რთული პოსტკრიზისული წლის განმავლობაში, სრულად დავასუბსიდირებთ ტარიფის ნაზარდს ჩვენი მომხმარებლების უდიდესი უმრავლესობისთვის - მათთვის ვინც, მოიხმარს 300 კლვტ ელექტროენერგიას თვეში და ასეთია ჩვენი ოჯახების 95 პროცენტი. 2020 წელს პანდემიამ უდიდესი კრიზისი გამოიწვია, რამაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ბევრი ბიზნესი და მათ შორის ენერგეტიკის სექტორი, რომელიც არის ყველა სხვა ბიზნესის ხერხემალი. შემცირდა ეკონომიკა, შემცირდა მოხმარება, შეუმცირდათ ენერგოკომპანიებს შემოსავლები და ამან შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება, თუ არ მოხდება ტარიფის შესაბამისი კორექტირება, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა“, - განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ტარიფის ზრდას, პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)