|
2020-12-29 10:58:19, 806 ნახვა
საზოგადოება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში კვლევის ახალი მეთოდები დაინერგა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორის ცხოველთ დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტსა და სურსათის კვლევის დეპარტამენტში კვლევის ახალი მეთოდები დაინერგა. ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში უკვე შესაძლებელია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღრუბლისებურ ენცეფალოპატიაზე შემოწმება. სურსათის კვლევის დეპარტამენტში კი, დაინერგა შემდეგი კვლევები:
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ხარისხიანი და უვნებელი სახით მიეწოდოს ისეთი ხშირად მოხმარებადი პროდუქტები, როგორიცაა რძე და თაფლი. ლაბორატორიაში დანერგილმა ელისა (ELISA-AG), მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის (HPLC), სითხური ქრომატოგრაფიის მასსპექტრომეტრიისა (LC/MS/MS) და ვალიდირებულმა R-056-2020-G მეთოდებმა წარმატებით გაიარა ეროვნული აკრედიტაცია და შევიდა 2020 წლის ლაბორატორიის კვლევათა ნუსხაში. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები საერთაშორისოდ აკრედიტებულია და მიმდინარეობს, უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიის გამოყენებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, დღეს არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაციის დაცვით, შეუფერხებლად მუშაობს. დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://sla.gov.ge/Ge/RegionalLaboratories
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)