16:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 19:04:36, 967 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - ელენე ხოშტარია ცდილობს, იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომლებიც ღრიალით გამოირჩევიან

ელენე ხოშტარია ცდილობს, იმიჯი გადაირჩინოს, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი სპიკერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრის, ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლის საკითხს.

მისი თქმით, ხოშტარია ცდილობს იმ ხალხს დაშორდეს, რომლებიც ბოლო პერიოდში ღრიალითა და შეძახილებით გამოირჩევა.

„ვფიქრობ, ელენე ხოშტარია ცდილობს, თავისი იმიჯი გადაირჩინოს და იმ ხალხს დაშორდეს, რომელიც ამ პერიოდში ღრიალით და ფურ-ირემივით შეძახილებით გამოირჩევა. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია: ბიუჯეტის მიმართ დამოკიდებულება, ადამიანის უფლებების მიმართ დამოკიდებულება, ეს გაერთიანება მიუხედავად იმისა, რომ სახელი შეიცვალა შორს არ ჩავარდნილა იმ ხიდან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახელითაა ცნობილი. ვფიქრობ, სწორედ ეს ამოძრავებს ელენე ხოშტარიას, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება თავის მისწრაფებაში, ვერ გეტყვით“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics