13:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 11:17:28, 375 ნახვა

ეკონომიკა
1 და 2-თეთრიანი მონეტების მიმოქცევის ვადა 2020 წლის ბოლომდეა

1 და 2-თეთრიანი მონეტების საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2020 წლის ბოლოს იწურება.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, 2021 წლის პირველი იანვრიდან ერთი წლის განმავლობაში 1 და 2-თეთრიანი მონეტების გადაცვლა საქართველოს ეროვნული ბანკსა და კომერციული ბანკებში იქნება შესაძლებელი, 2022 წლის პირველი იანვრიდან კი - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკში, უვადოდ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, 2019 წლის პირველი იანვრიდან ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპი დამრგვალების მეთოდით შეიცვალა. დამრგვალების მეთოდი მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე, რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე ვრცელდება, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორება კი უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტითაა შესაძლებლებელი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics