17:43 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 14:40:01, 640 ნახვა

პოლიტიკა
ნათია თურნავა - ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უხერხულობას უნდა გრძნობდეს

ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უხერხულობას უნდა გრძნობდეს, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვას, გრძნობს თუ არა დისკომფორტს, როდესაც პარლამენტში მხოლოდ უმრავლესობას ხედავს.

მანვე დასძინა, რომ დისკომფორტი და უხერხულობა არის, თუმცა ეს პირველ რიგში, იმ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ქუჩის პროტესტის ფორმა აირჩია.

„რა თქმა უნდა არის დისკომფორტი და უხერხულობა. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის და დესტრუქციის გზას ადგას, უხერხულობას საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უნდა გრძნობდეს. ოპოზიციურად განწყობილმა ამომრჩეველმა, ვინც ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცა, ეს გააკეთა იმ მიზნით, რომ დღეს მეტად უფრო კრიტიკული დისკუსია და დებატები გვქონოდა, მათ შორის, მათ რჩეულებს კითხვები დაესვათ მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა დისკომფორტია, მაგრამ ეს პირველ რიგში, იმ ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომლებმაც ქუჩის ფორმა არჩიეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics