|
2020-12-23 18:27:37, 633 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის სახალხო პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ დიალოგს დაუბრუნდეს
ევროპის სახალხო პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ დიალოგს დაუბრუნდეს, - ამის შესახებ EPP „ტვიტერზე“ წერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, EPP მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივით შეშფოთებულია. „ევროპის სახალხო პარტია ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი. მოვუწოდებთ საქართველოს, რომ ევროკავშირის მიერ აღიარებული ღირებულებებისკენ სვლა გააგრძელოს და ნაცვლად ოპოზიციისთვის დემოკრატიული უფლების შეზღუდვისა, დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დიალოგს და მოძებნოს კომპრომისული გამოსავალი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს სარგებელს მოუტანს“, - ვკითხულობთ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)