|
2020-12-23 14:08:38, 404 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ბიზნესის მხარდასაჭერად შეღავათების ახალი პაკეტი მოამზადა
პანდემიის პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად, თბილისის მერიამ შეღავათების ახალი პაკეტი მოამზადა. როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, შეღავათები როგორც მოიჯარეებს, რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებს, ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ პავილიონებს ანუ ე.წ. ჯიხურებს შეეხებათ. „მაშინ, როდესაც პანდემიის პირველი ტალღის გამო, ჩვენ მივიღეთ გარკვეული შეზღუდვები ეკონომიკური სექტორისთვის, თბილისის მერიამ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელა. ძირითადად, ეს იყო იჯარებზე შეღავათები, რომელიც შეეხო სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებს, ზოგ შემთხვევაში სამი, ზოგში კი - ათი თვის განმავლობაში. იქიდან გამომდინარე, რომ დეკემბერი და იანვარი მეწარმეებისთვის ასევე შეზღუდული პერიოდია პანდემიის გამო, ჩვენ მოვამზადეთ შეღავათების ახალი პაკეტი, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გამოვიტანეთ და თბილისის მერმა გააკეთა ამის შესახებ დეტალური განცხადება. საუბარია ორთვიან შეღავათზე, რომელიც ეხება როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე, მუნიციპალური საწარმოების მიერ გაცემულ იჯარებს. ასევე, ამ ორი თვის განმავლობაში სანქცია-საურავების შეჩერებას და ბოლო პერიოდში ანუ პირველი შეზღუდვებიდან მოყოლებული 2021 წლის 1 თებერვლის ჩათვლით დაკისრებული პირგასამტეხლოებისგან გათავისუფლებას. ეს შეღავათები მეწარმეებს ეძლევათ იმ პირობით, რომ მას გადაიტანენ ქვემოიჯარეებზეც, თუ ასეთი ყავთ. ასევე, მნიშვნელოვანია კვების ობიექტებზე დაწესებული შეღავათები. ყველამ ვიცით, რომ რესტორნები და კვების ობიექტები ადგილიდან გაცემის ან სახლში მიტანის სერვისით არიან დაკავებულები. შესაბამისად, მათთვის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა მოხდება საკონდიტროების რეჟიმზე, რაც 8-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ის რეჟიმი, რომლითაც დღეს ერიცხებათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთოდ არ ეწევინ სამეწარმეო საქმიანობას, შეუძლიათ, მიმართონ „თბილსერვის ჯგუფს“ და დასუფთავების მოსაკრებელი მოეხსნებათ. რაც შეეხება მესამე კატეგორიის შეღავათს, ის ეხებათ უშუალოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ პავილიონებს, ე.წ. ჯიხურებს, რომელთაც გასული აქვთ ან გასდით იჯარის ან არქიტექტურული ნებართვის ვადა, ორივე შემთხვევაში ვადის გაგრძელება მოხდება 2021 წლის 1 ივლისამდე და მუნიციპალური ინსპექცია მათზე არ განახორციელებს იძულებით ღონისძიებას, როგორიცაა ჯარიმების გამოწერა და პავილიონის აღების მითითება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
კობახიძე: არ გვაინტერესებს რას იტყვის დიფ სთეითის კიდევ ერთი აგენტი, ბატონი ჯო უილსონი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)