|
2020-12-21 13:57:48, 574 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი: ბოლო 3 წლის შედეგები არის თვალსაჩინო მაჩვენებელი, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ჩვენი პოლიტიკა და თანმიმდევრული მიდგომები წარმატებულია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დეპუტატებს სამინისტროს საქმიანობის მოკლე ანგარიში წარუდგინა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია წარმატებით განხორციელდა, რომელმაც ხელი შეუწყო აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ტექნოლოგიების განვითარებას, ადგილობრივი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის სტაბილურ ზრდას. „2012 წლიდან 2019 წლამდე, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი ქვეყნის დონეზე 1.6 მილიარდი ლარით (43%) გაიზარდა და 2019 წელს, 5.2 მილიარდი ლარი შეადგინა. 2020 წლის, პირველი 3 კვარტლის მონაცემები, რაც გამოქვეყნდა საქსტატის მიერ, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ წლიური მაჩვენებელი 6 მილიარდ ლარს გადასცდება, რაც ისტორიული მაქსიმუმი იქნება. 2020 წელსაც, პანდემიის მიუხედავად, გვაქვს 13%-იანი ზრდა. გაზრდილია სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებაში შექმნილი დამატებითი ღირებულება. 2020 წელს, 14%-იანი ზრდის პროგნოზი გვაქვს. 2019 წლის მონაცემებით, 3,2 მილიარდ ლარს გადასცდა დამატებითი ღირებულება ამ სფეროში და ვფიქრობ, 2020 წლის მონაცემებიც შთამბეჭდავი იქნება. მნიშვნელოვანია ის სავაჭრო ბალანსი, რომელიც გვაქვს აგროსასურსათო სექტორში. გვქონდა სავაჭრო დეფიციტი - 800 მლნ აშშ დოლარამდე. მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ეს არის ისტორიული მინიმუმი და ეს 251 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2012 წლის წლიური მაჩვენებლის მესამედია. ჩვენი პირობა, რომ გვექნება დადებით სავაჭრო ბალანსი აუცილებლად შესრულდება შემდეგ 4 წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი არის შედეგი იმ სტრატეგიის და თანმიმდევრული პოლიტიკის, რომელიც მოიცავს ბევრ მასშტაბურ, კომპლექსურ და წარმატებულ ღონისძიებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)