|
2015-09-29 16:13:57, 2914 ნახვა
რეგიონი
ბათუმში უსახური საცხოვრისების ნაცვლად, კიდევ ერთი მრავალსართულიანი სახლი აშენდება
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩა 108-112-ში უსახური საცხოვრისების ნაცვლად კიდევ ერთი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას საძირკველი ჩაეყარა. საცხოვრებელი სახლის მშენებლობით 3 500 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. 127 ბინიანი სახლი 1100 კვ. მეტრზე განთავსდება. პროექტში ჯამში 50 ადამიანი დასაქმდება. ახალი ბინები საკუთრებაში 11 ოჯახს გადაეცემა. მშენებლობა 2016 წლის დეკემბერში დასრულდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოდის საფინანსო ორგანიზაციის წინაშე დაინტერესებული პირის თავდებად, რომელიც ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ბარაკის ტიპის უსახური შენობების ნაცვლად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს განათავსებს; პროგრამის ფარგლებში თავდებობის თანხის ოდენობა განისაზღვრა 20 მილიონი აშშ დოლარით. კომპანია „Mardi Holding“-ის მიერ სახლის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრამდე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ, ქალაქის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ, კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი თურმანიძემ და საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა არჩილ ჯანყარაშვილმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც კაფსულით საცხოვრებელი სახლის საძირკველში ჩაუშვეს. აჭარის ა.რ. მთავრობამ აღნიშნული პროგრამა ქ. ბათუმის მერიასთან ერთად, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის შეიმუშავა. აღნიშნული პროექტით აჭარის რეგიონში მოხდება: მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება; ქალაქის განაშენიანების ხელშეწყობა; სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)