|
2020-12-19 15:44:30, 704 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას არ სურს სტაბილურობა, რაზეც მიუთითებს ტერმინი „ძალადობრივი ლეგიტიმური რევოლუცია“
უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ჩიხური სიტუაციისკენ წასული პროცესი და მაგიდის აყირავება ოპოზიციის წარმომადგენლებზეა დამოუკიდებული, რადგან ისინი არ მიდიან დათქმებზე, როგორიცაა რიგგარეშე არჩევნების იმ შემთხვევაში დანიშვნა, თუ საგამოძიებო კომისია დაადგენს 1%-იან გადახრასაც კი „ქართლი ოცნების“ სასარგებლოდ. როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ოპოზიციას არ სურს მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობა, მათთან გაჩნდა ტერმინები ძალადობრივი ლეგიტიმური რევოლუცია, მსხვერპლი. „კარგად მესმის ბატონი ჰარცელის წუხილი და ბუნებრივია, როდესაც ჩიხური სიტუაციისკენ მიდის პროცესები და ეს ძირითადად არის მეტწილად დამოკიდებული იმაზე, რომ მაგიდას აყირავებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, იმდენად, რამდენადაც ისინი არ მოდიან ისეთ დათქმებზეც კი, როგორიცაა შეთავაზება რიგგარეშე არჩევნებისა, თუ მათივე მონაწილეობით საგამოძიებო კომისია დაადგენს 1%-იან გადახრასაც კი „ქართლი ოცნების“ სასარგებლოდ, ამაზე უარის თქმა, ვაბანგზე წასვლაა და უკვე გამოიკვეთა ოპოზიციის მიზანი, პირველი, ეს არ არის მშვიდობიანი განვთარება და სტაბილურობა ამ ქვეყნისა, იქიდან გამომდინარე რომ მათთან გაჩნდა სიტყვები, მსხვერპლი, ძალადობრივი ლეგიტიმური რევოლუცია და ამით ვადასტურებთ, რასაც წინა პერიოდში ვამბობდით, რომ ეს ხალხი ასე ფიქრობდა, ძალადობრივი სიტყვა, ძალადობრივი ლეგიტიმური რევოლუცია ბოლოს დაიწყებენ ძალადობრი მკვლელობის ტერმინის დამკვირდებას და ამას ლეგიტიმურს დაარქმევენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)