19:45 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-18 11:22:44, 489 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა ონლაინ შეხვედრაში თემაზე „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა - დასაქმების ტენდენციები და სამომავლო ხედვები“ მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ონლაინ შეხვედრაში თემაზე „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა - დასაქმების ტენდენციები და სამომავლო ხედვები“ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა მსოფლიო ცირკულარული ეკონომიკის ფორუმის (WCEF) ფარგლებში, ფინეთის ინოვაციების ფონდის „Sitra“ და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISD) ორგანიზებით გაიმართა.

ონლაინ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცირკულარული ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეცვლის სამუშაო ბაზრებს, შესაბამისად, შეხვედრაზე განხილვის საგანი უნარ-ჩვევები და ცირკულარული ეკონომიკის შრომით საქმიანობაც იყო.

„ცირკულარული ეკონომიკა აცნობიერებს, რომ ბუნებრივი რესურსები უსასრულო არ არის და მიზნად ისახავს პროდუქციის მასალების რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებას მიმოქცევაში ხელახალი გამოყენების, შეკეთების, ხელახალი წარმოების, გაზიარების და გადამუშავების გზით. მიუხედავად იმისა, რომ წრიული ეკონომიკის კონცეფცია ძირითადად ორიენტირებულია ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის განვითარებაზე, იგი ასევე მოიცავს ნარჩენების „დიზაინის შემუშავების" კონცეფციას, არაგანახლებადი მასალების განახლებადი მასალებით ჩანაცვლებას და ბუნებრივი სისტემების აღდგენას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics