20:38 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-16 13:04:51, 622 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის ისევ სრული დატვირთვით მუშაობა, რთული გადასატანი იქნება

ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის ისევ სრული დატვირთვით მუშაობა, რთული გადასატანი იქნება.

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან დღევანდელი მაჩვენებელი არსებული შეზღუდვების შედეგია.

„მესმის, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებული ცვლილებები ყველასთვის საინტერესოა მომდევნო 1-2 კვირის განმავლობაში. აქ ისევ და ისევ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ის შედეგი, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ არის ცალსახად ამ შეზღუდვების შედეგი. ჰოსპიტარლური სექტორი ბოლო 2 თვის განმავლობაში მუშაობდა მაქსიმალური დატვირთვით და ჩვენ რომ ისევ დატვირთვის ამ მაჩვენებელს დავუბრუნდეთ იანვრის დასაწყისში ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი. ჩვენი რეკომენდაცია ისევ არის ის, რომ დავაკვირდეთ მომდევნო კვირაში სტაბილიზაციის ნიშნებს და შესაფერისად მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერჯერობით ვრჩებით დაკვირვებისა და კონსულტაციის რეჟიმში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
საქართველოში დაიწყო სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, რომელიც შუა დერეფნის კვანძია
კობახიძე – ოპოზიცია მთლიანად მოშლილია, ჯერ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ეს ოპოზიცია, ახლა უკვე ერთმანეთი აღარ მოსწონთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics