|
2020-12-16 10:17:48, 647 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა სოციალურ ქსელში დაწერა, თუმცა მოგვიანებით პოსტი წაშალა. მანამდე ჩავლეიშვილი „რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. როგორც ის წერდა, რომ მისი „რესპუბლიკური პარტიის“ დამოკიდებულება უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. „მეგობრებთან ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. 1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქ. ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ”, - წერდა ირაკლი ჩავლეიშვილი „ფეისბუქში“. ცნობისთვის, გუშინ ოპოზიციის წევრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატებტზე უარის თქმის შესახებ, თუმცა ირაკლი ჩავლეიშვილს ამ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია.
გელენჯიკში დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, რომელთაგან სამი ბავშვია. დაახლოებით 40 ადამიანი დაშავდა
Deutsche Welle-ს ევროკავშირის დაფინანსებით ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა
საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)