|
2020-12-15 17:26:07, 772 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის მებაჟე ოფიცრებს მადლობა გადაუხდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას, რომელიც „საქართველოს მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში გაიმართა, ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფისკენ. როგორც მან აღნიშნა, საზაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მოეწყო 11 საიზოლაციო სივრცე, სადაც ხდება მაღალი რისკ ჯგუფის მქონე პირების გადაყვანა (მათ ვისაც უფიქსირდებათ ვირუსით ინფიცირების სიმპტომები); დამონტაჟდა დისტანციური თერმოსკანერები და თერმოსკრინინგი უტარდება საქართველოში შემომსვლელ ყველა პირს, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში დამონტაჟდა 14 საველე კარავი, სადაც ხორციელდება საქართველოში შემომსვლელი პირების ტესტირება, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობა დაიწყო სპეციალურად შექმნილმა ეპიდემიოლოგების ჯგუფმა, რომელიც დაკომპლექტდა 28 ეპიდემიოლოგით და 50 ოპერატორით, დაიწყო საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლთა ტესტირება. ტესტირებულ მძღოლთა რაოდენობა შეადგენს 146,700 ადამიანს, საიდანაც გამოვლინდა ინფიცირების 3,260 შემთხვევა, გაფართოვდა ელექტრონული სერვისების არეალი, რომელთა ფარგლებში საბაჟო გაფორმების პროცედურები ხორციელდება დისტანციურად. „პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მებაჟე-ოფიცრები და სამედიცინო პერსონალი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობით, 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ მათზე დაკისრებული ამ მნიშვნელოვანი ფუნქციების პირნათლად შესრულებას, რისთვისაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)