|
2020-12-13 11:52:13, 543 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში, 175 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით ნაძალადევის რაიონში მიმდინარე წელს 175 პროექტი განხორციელდა. ასევე, 38 მიმდინარე პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება. მოძველებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ცოტნე დადიანის ქუჩა N261-ში, სადაც კორპუსის გარე და შიდა წყალარინების სისტემა ჯამში, 330 გრძივ მეტრზე იცვლება, ასევე, მონტაჟდება 7 საკომუნიკაციო ჭა. ქსელის შეცვლის შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის ღირებულება 62 700 ლარია. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა. „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების მიუხედავად, კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებით წელს საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. აქტიურად ვთანამშრომლობდით მოსახლეობასთან. 175 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა, 38 პროექტი კი წლის ბოლომდე დასრულდება. კონკრეტულად, ცოტნე დადიანის 261-ში სახურავი რეაბილიტირდა და ამ ეტაპზე, წყალარინების ქსელი იცვლება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2020 წელს დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საერთო ღირებულება 3 113 160 ლარია.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)