03:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-11 19:05:45, 792 ნახვა

კომენტარი
კობახიძე : სააკაშვილის ორივე პარტია - ენმ და „ევროპული საქართველო“ ქართული პოლიტიკიდან გაქრება

„სააკაშვილის ორივე პარტია - ენმ და „ევროპული საქართველო“ ქართული პოლიტიკიდან გაქრება“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის მიზანი გვარამიასთან და ბოკერიასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდის „აყირავება“ იყო.

„სააკაშვილი, ბუნებრივია, იქნება კმაყოფილი იქიდან გამომდინარე, რომ მისი ერთადერთი ამოცანა არის დესტრუქცია და თავის გვარამიასთან და ბოკერიასთან ერთად აეყირავებინა მოლაპარაკების მაგიდა.

ის შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომელიც ნამდვილად არ დააკმაყოფილებს მიხეილ სააკაშვილს.

მისი ორივე პარტია — ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო ქართული პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics