|
2020-12-10 16:40:52, 696 ნახვა
პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებელი“ მანდატებზე უარს აცხადებს
„სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარტია მანდატებზე უარს აცხადებს, სიასაც ჩახსნის, შესაბამისი მოთხოვნით კი ცესკოს ხვალ მიმართავს. ვაშაძემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას კვლავ მიიღებენ. „სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება ეს არის არა გამარჯვება, არამედ ვფიქრობ რომ ეს არის უზარმაზარი პრობლემა და უზარმაზარი მარცხი ქართული დემოკრატიის, რომელიც ქვეყანაში არის. ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს ისევე, როგორც ყოველთვის გვექნება დამოუკიდებელი პოზიცია და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მეტი და მეტი კონსოლიდაცია იმ ადამიანების ვინც ფიქრობენ რომ ქვეყნის აღმშენებლობაში უნდა ჩაერთონ. ხვალ მივმართავთ ჩვენ ცესკოს მანდატებზეც უარს ვიტყვით, სიასაც ჩავხსნით, ერთსულოვანია ამაში ჩვენი გადაწყვეტილება. მოლაპარაკებებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, იმედი მაქვს რომ შემდეგი რაუნდი გაიმართება და მძიმე ვითარებას ყველა კარგად გაიაზრებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)