22:55 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 12:42:46, 604 ნახვა

საზოგადოება
ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში ამ მომენტისთვის 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული.

მისი თქმით, მონაცემების სწორად მიწოდებაზე პასუხისმგებლობა გადამხდელს ეკისრება.

„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეწარმეებს, იმათ, ვისაც შეეხო 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვები, რომ ისარგებლონ შემოსავლების სამსახურის პორტალით, სადაც არის შესაბამისი ფორმა. საკმაოდ მარტივი ფორმაა შესავსები, სადაც უნდა მიუთითონ დასაქმებულის ვინაობა, ასევე მისი პირადი მონაცემები და რაც მთავარია, საბანკო ანგარიში, რომლის შემდეგაც ჩვენ გადავაგზავნით ამ ინფორმაციას ჯანმრთელობის სამინისტროში და იქიდან მოხდება კომპენსაციების გაცემა. მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება 24 დეკემბრამდე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს დრო, თუმცა შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები სწორად იყოს მოწოდებული, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება იმ გადამხდელს, ვინც მოახდენს ამ ინფორმაციის მოწოდებას. მინდა გითხრათ, რომ სისტემა არის გამართული და იქ არის კითხვა-პასუხის ნაწილიც, ამომწურავ პასუხს მიიღებენ ყველა შეკითხვაზე. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად დროულად და ოპერატიულად მოახდინონ ინფორმაციის მოწოდება შემოსავლების სამსახურისთვის“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics