00:05 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-04 18:37:22, 488 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმს დაესწრო

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინიციატივით, არაფორმალური განათლების ორგანიზაციების სტრატეგიული პარტნიორობის VII ფორუმი გაიმართა, რომელშიც  მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული,  სპორტული,  არაფორმალური განათლების ორგანიზაციები. ღონისძიებაში მონაწილეობდა დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და დარგის ექსპერტები.

ფორუმის მოდერატორი ეროვნული სასახლის დირექტორი თინათინ რუხაძე იყო, რომელმაც სასახლეში მიმდინარე ცვლილებებზე, ახალ სერვისებზე, სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.

ფორუმის მსვლელობისას დარგობრივი პრეზენტაციები გამართეს ეროვნული სასახლის საგნობრივი მიმართულების ხელმძღვანელმა - ლია შენგელიამ და პროექტების სამსახურის უფროსმა - ლევან დვალმა. ყურადღება გამახვილდა მომავალი თაობის აღზრდაში  მასწავლებლების  კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხებზე.

არაფორმალური განათლების ექსპერტმა, ქეთევან გრიგოლიამ, ისაუბრა სფეროს როლზე, არსებულ საერთაშორისო პრაქტიკაზე და ახალგაზრდების მოზიდვის მნიშვნელობაზე. მან განიხილა  არაფორმალური განათლების თანამედროვე სტანდარტების თავისებურებები და  საერთაშორისო პროგრამების დანერგვის მეთოდები.

ფორუმის დასასრულს, მონაწილეებმა განიხილეს რეგიონებში არაფორმალური განათლების სფეროში შექმნილი პრობლემები. გაიმართა დისკუსია პანდემიით გამოწვეული საკითხების გადაჭრის გზებზე და სხვა აქტუალურ თემებზე. ფორუმის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებსა  და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics