|
2020-12-04 16:51:06, 649 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება, გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს
„არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება, გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის მოქალაქეების დაჯარიმების შესახებ საუბრისას განაცხადა. „არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს არ გვიხარია ჩვენი მოქალაქეების დაჯარიმება. გვესმის, რომ მძიმე სიტუაციაა, მაგრამ გვიწევს ხოლმე. დარღვევები დაახლოებით 1000-მდეა. საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად, საღამოს 9 საათზე, რეგულაციების დარღვევისთვის პლიუს-მინუს 100 ადამიანი ჯარიმდება. პირბადეზე კი დაახლოებით 1000-მდე ადამიანი ჯარიმდება. სამწუხაროდ, მაინც ხდება ასეთი დარღვევები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)