|
2020-12-04 15:17:41, 799 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ ან რეალურად წამოვა კომპრომისზე, ან დაკარგავს ძალაუფლებას
„სტატუს კვო აუცილებლად შეიცვლება ორი გზით ან „ქართული ოცნება“ რეალურად წამოვა კომპრომისზე ან დაკარგავს ძალაუფლებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც ერთი წარმომადგენელი განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ ოცნება. „გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ თუნდაც ერთი წარმომადგენელი განიხილავს შესვლას, არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ ოცნება. პოლიტსაბჭოს სხდომის პროცესში, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ თუ არ ჩატარდება ამ ქვეყნაში ახალი არჩევნები, რაც გვესახება ერთადერთ გამოსავლად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება ფასადური დემოკრატიისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური პარტია. სტატუს ქვო აუცილებლად შეიცვლება ორი გზით ან „ქართული ოცნება“ რეალურად წამოვა კომპრომისზე ან დაკარგავს ძალაუფლებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)