17:59 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 13:51:52, 582 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: სახელმწიფო სარესტორნე ბიზნესს საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება

როგორც გაცხადებული გვქონდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით პანდემიით დაზარალებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიას - სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო საბანკო სესხისა  და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებით უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარება. ეს არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში"  კიდევ ერთი მიმართულება და, პრაქტიკულად, ხვალიდან, სააგენტო ბანკებიდან დაიწყებს განაცხადების მიღებას, რადგან კარგად გვესმის, რომ ეს ინდუსტრია, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია  და გვსურს, მაქსიმალურად სწრაფად შევუმსუბუქოთ მათ საბანკო სესხების ტვირთი. შესაბამისად, მოვუწოდებთ რესტორნების წარმომადგენლებს, აქტიურად მიაკითხონ თავიანთ კრედიტორ ბანკებს" - აღნიშნული სიახლე ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს გააცნო.

მინისტრის თქმით, ეს იყო მოთხოვნა, რასაც  ძალიან აქტიურად აყენებდა რესტორნების ასოციაცია და, საბოლოო ჯამში, ეს მათთვის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება.

„გარდა ამ ახალი პროგრამისა, მთავრობა სხვა მიმართულებითაც ეხმარება რესტორნებს, ისევე როგორც მთლიანად ტურისტულ სექტორს - ეს არის უპრეცედენტო, საგადასახადო შეღავათები,  2021 წლის ქონების გადასახადისგან მთლიანად გათავისუფლება, ასევე საშემოსავლო გადასახადში ნაწილობრივ გადავადება და პატიება, შემდეგ უკვე შეღავათები 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებზე" - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ეს არის საკმაოდ მასშტაბური, მოცულობითი კომპონენტი - 400 მილიონი ლარის სასესხო პორტფელი, რომლის მომსახურებაშიც მთავრობა გვერდში უდგას და ეხმარება რესტორნებს. „ვვარაუდობთ, რომ ექვსი თვის განმავლობაში, დაახლოებით 30 მილიონი ლარის ბიუჯეტი იქნება ამისთვის საჭირო. ეს ციფრიც ხაზს უსვამს ფაქტს, რა მოცულობის დახმარებას უწევს სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად სარესტორნე ბიზნესს. სულ მცირე, 1500-მდე რესტორანი შეძლებს ისარგებლოს ამ დახმარებით" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics