|
2020-12-01 12:28:27, 729 ნახვა
რეგიონი
ქვემო ბოლნისში 1350 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა მოეწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ქვემო ბოლნისში შიდა გზის მოწყობის დასრულებული სამუშაოები მოინახულა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელში 1350 გრძივ მეტრზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ბეტონის გზა და სანიღვრეები მოეწყო. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სრულმა ღირებულებამ 643,488 ლარი შეადგინა. „ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილება ყოველთვის პრიორიტეტულია. ამიტომ, ქვემო ბოლნისში, პანდემიის მიუხედავად, ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები განვახორციელეთ. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობას ახლა უკვე კომფორტულ გზაზე მოუწევს გადაადგილება. საგზაო ინფრსატრუქტურის მოწყობას ქვემო ბოლნისსა და ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში მომავალშიც კვლავ აქტიურად განვახორციელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავი შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)