03:45 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-28 19:57:05, 681 ნახვა

კომენტარი
რამიშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში შესაძლოა ორი ფიგურანტი გამოჩნდეს

„ვფლობ ინფორმაციას, რომ ორი ადამიანი შეიძლება მალე ფიგურირებდეს მკვლელებად“, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებამ საქმე მკვლელობის მუხლით უნდა გადააკვალიფიციროს.

„ვნახავთ ახლა რასთან გვაქვს საქმე, რა იყო გრიფით საიდუმლო, რისი განსაიდუმლოება მოხდა, არის თუ არა სრულად.

ის აბები, რომელი ვითომდა თამარის მიერ იყო შეძენილი, არ არის თამარის მიერ შეძენილი, შესაბამისად, აქ უკვე თვითმკვლელობა აღარ არის, ეს არის მკვლელობა და კეთილი უნდა ინებოს გამოძიებამ და უკვე მკვლელობაზე უნდა გადააკვალიფიციროს.

გარდა ამისა, მე გარკვეულწილად ვფლობ გარკვეული სახის ინფორმაციას, რომ ორი ადამიანი შეიძლება მალე ფიგურირებდეს მკვლელებად, ორი მამაკაცი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics