|
2020-11-28 12:50:52, 645 ნახვა
პოლიტიკა
უდუმაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების ჩიხში შესვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წინადადებებით მივა „ქართული ოცნება“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების ჩიხში შესვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წინადადებებით მივა „ქართული ოცნება“. მისი თქმით, მოლაპარაკების მესამე რაუნდი ჯერ არ ჩანიშნულა. „განხილვის მთავარი თემა იქნება პარლამენტის პირველი სხდომა, ანუ როცა უნდა შეიკრიბოს „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტი, რას აპირებს იმ დღეს ოპოზიცია, რამდენიმე ვერსია არის უკვე შემუშავებული. მესამე რაუნდი ჯერ არ ჩანიშნულა და არ ვიცით რა წინადადებები მოაქვს „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამაზე იქნება დამოკიდებული შევა თუ არა ჩიხში ეს მოლაპარაკებები. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დღეს, საათს, როცა ჩაინიშნება მოლაპარაკებები, მთავარია „ქართული ოცნება“ გონივრული წინადადებებით მოვიდეს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)