20:46 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 12:58:07, 498 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე შეძენის სერვისი „ბაზისბანკში“

„ბაზისბანკი“ თავის მომხმარებელს ლარით დენომინირებული სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების, იგივე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე შეძენის სერვისსა და ასევე, მეორად ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის მომსახურებას სთავაზობს. 

მომხმარებელს, „ბაზისბანკის“ დახმარებით, საშუალება აქვს წარადგინოს განაცხადება ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე მონაწილეობისთვის.

აუქციონი იმართება  ეროვნული ბანკის მიერ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში .

ერთი განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, მომხმარებლის განაცხადების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს აუქციონზე ემისირებული თანხის 75%-ს.

აუქციონების პერიოდულობა განისაზღვრება ფინანსთა სამინისტროს მიერ.

„ბაზისბანკი“ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის პირველადი დილერების სისტემის საპილოტე პროგრამის აქტიური მონაწილეა.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განვითარებული ბაზარი ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციას. სწორედ ბაზრის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, დაიწყო პირველადი დილერების საპილოტე პროგრამა.

„ბაზისბანკს“ აქვს შუამავლის როლი ფასიანი ქაღალდების ემიტენტს (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) და ინვესტორებს შორის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics