15:42 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-22 16:12:14, 1255 ნახვა

მსოფლიო
რატომ არ ულოცავს რუსეთის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს გამარჯვებას - ვლადიმერ პუტინის განმარტება

"რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში შიდა-პოლიტიკური დაპირისპირების დასრულებას ელოდება,შესაბამისად არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატისთვის მილოცვის საკითხში სხვა გარემოებები არ არსებობს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

ინფორმაციას რუსული მედია "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

პუტინის თქმით, რუსეთი ყველას მიმართ პატივისცემითაა გამსჭვალული, მათ შორის, როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ჯოზეფ ბაიდენისადმი.

"მინდა გითხრათ, რომ აქ არ არსებობს არანაირი მე მომწონს და მე არ მომწონს შეხედულებები - ჩვენ უბრალოდ ამერიკაში შიდაპოლიტიკური დაპირისპირების დასრულებას ველოდებით.

ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, როგორც მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ასევე ჯოზეფ ბაიდენს. ამიტომაც ამ საქმეში არანაირი პრობლემები არ არსებობს, ჩვენ ვიმუშავებთ იმ პრეზიდენტთან, რომელსაც ხალხი ქვეყანას ანდობს", - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics