07:52 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 13:20:02, 472 ნახვა

პოლიტიკა
საელჩო - პომპეომ სამოქალაქო სექტროთან შეხვედრისას ისაუბრა მათ როლზე თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სალეჩო აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა.

„სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში.

თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად. შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, – აცხადებენ საელჩოში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics