07:52 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 11:15:44, 528 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარიას და მაიკ პომპეოს შეხვედრა დასრულდა

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც ცნობილია, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

ამ წუთებში, მაიკ პომპეომ საქართველოს საპატრიარქოში გადაინაცვლა, სადაც ის კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლამდე, მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics