06:45 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 18:45:14, 600 ნახვა

პოლიტიკა
იან კელის განცხადებით, შეცდომაა, რომ მაიკ პომპეო მხოლოდ მთავრობას ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი აშშ-ს საელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

როგორც იან კელი სოციალურ ქსელში წერს, შეცდომაა, რომ მაიკ პომპეო მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება.

"პომპეო საქართველოშია, კიდევ ერთ ქვეყანაში სადაც არჩევნების შედეგები სადავოა, შეცდომაა, რომ ის მხოლოდ მთავრობას შეხვდება", - წერს იან კელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ელოდებიან. მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდება. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics