06:43 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-17 16:24:07, 691 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - გაუგებარია მეორე ტურს ვისთვის ატარებენ, ოპოზიციის არც ერთი კანდიდატი მონაწილეობას არ მიიღებს

ვისთვის ატარებენ მეორე ტურს, გაუგებარია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, არც ერთი პარტია, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს, პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„ჩაატარონ ეს მეორე ტური თავისთვის. ოპოზიციური პარტიებიდან მეორე ტურში მონაწილეობას არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს და ვისთვის ატარებენ, გაუგებარია. თვითონ იციან თავიანთი საქმე, მაგრამ მეორე ტურში მარტო არიან დარჩენილი. არც ერთი პარტია, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ეს თითოეული მათგანის მყარი პოზიცია“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics