06:44 - 03 Aug, 2026
|
2020-11-14 17:55:30, 717 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციამ მომდევნო სამი საპროტესტო აქცია დააანონსა
ოპოზიციამ მომდევნო სამი საპროტესტო აქცია დააანონსა. როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, პირველი აქცია 17-18 ნოემბერს გაიმართება, როდესაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოვა. ამასთანავე, გიგი უგულავას თქმით, დედაქალაქის მთავარ გამზირებზე სტიკერი წარწერით „გაყალბებულია“ დაეკვრება, რომლებზეც დემონსტრანტები დადგებიან. გიგი უგულავას თქმით, მომდევნო აქცია გაიმართება არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს. ამავე დღეს დაგეგმილია ე.წ ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება. როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა განმარტა, მესამე საპროტესტო აქცია იმ დღეს გაიმართება, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)