06:44 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 17:22:56, 700 ნახვა

პოლიტიკა
მალხაზ მაჩალიკაშვილი - მადლობა, რომ არაადამიანებთან ბრძოლის მიუხედავად მომეცით ძალა, დღემდე მოვსულიყავი

ჩვენ ბოლომდე მივიტანთ ამ ბრძოლას სამართლიანად და დარწმუნებულები იყავით, წელში გადავტეხავთ ივანიშვილს, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ოპოზიციას, მათ ლიდერებსა და საზოგადოებას მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის.

„მიხარია დღეს რომ აქ ვხედავ ყველა იმ ღირსეულ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სიხლიანმა სისტემამ ვერ გატეხა, ვერ დაამონა, ჩვენ ბოლომდე მივიტანთ ამ ბრძოლას სამართლიანად, მაგრამ ჩვენ ივანიშვილს წელში გადავტეხავთ, ამაში იყავით დარწმუნებულები.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, მათ ლიდერებს და მადლობა გითხრათ თქვენ, საქართველოში, საქართველოს გარეთ მყოფ ემიგრანტებს, რომ მომეცით იმის ძალა თქვენი ღირსებით და კაცობით გამეძლო ამ ყველაფრისთვის, მოვსულიყავი დღემდე აქ, ყველა იმ წნეხის, ყველა იმ გაუსაძლისი სისხლიანი ჯალათების, სისხლიანი არადაამიანების ბრძოლის მიუხედავად, ეს თქვენი ბრძოლაა, ეს არ არის ჩემი ბრძოლა. თქვენ მომეცით ძალა, რომ დღეს თქვეს წინაშე ვიდგე და მოგიწოდოთ ეს ყველაფერი. მე დღეს ამ სისხლიანი რეჟიმის ასე ვთქვათ მიუხედავად, ვარ ყოველთვის როგორც ვიყავი, დღეს უფრო ბრძოლის ჟინზე, ხასიათზე“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics