|
2020-11-13 12:26:17, 657 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ხელისუფლება არაა იმ მდგომარეობაში, წინაპირობებს გვკარნახობდეს, მორალური უპირატესობა ჩვენკენაა
არანაირი მოთხოვნები და წინაპირობები არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ დიალოგთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ მოიპარა არჩევნები, რის გამოც მორალური უპირატესობა საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების მხარესაა. „არანაირი მოთხოვნები და წინაპირობები არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. არ მგონია, რომ ხელისუფლება იმ მდგომარეობაში იყოს, რომ წინაპირობებს კარნახობდეს. მათ მოიპარეს არჩევნები და მორალური უპირატესობა საზოგადოებისა და ჩვენ მხარეს არის. ამიტომ, პირობებზე აქ საერთოდ საუბარი არ არის. თუ იქნება ხელშესახები პროგრესი და თუ იქნება მიღწეული ის შედეგი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ბუნებრივია ღია კარის მტვრევას არავინ არ აპირებს. ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. შეხვედრა იყო მოთელვითი ხასიათის. ხელისუფლებამ დაინახა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი თავის პოზიციაში და არავინ არ აპირებს ამ პოზიციის დათმობას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)