|
2020-11-13 12:03:37, 548 ნახვა
ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილი: საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო
„როგორ შევქმნათ ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული გზამკვლევი“ - აღნიშნულ თემაზე, ფინეთის ინოვაციების ფონდის „Sitra“ ორგანიზებით, მსოფლიო ცირკულარული ეკონომიკის ფორუმის (WCEF) ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ონლაინ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სახელმძღვანელო, რომელიც ფონდმა „Sitra” ფინეთის ეროვნული გზამკვლევის საფუძველზე შეადგინა. სახელმძღვანელო შეიცავს საუკეთესო პრაქტიკასა და რჩევებს. როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. „ცირკულარული ეკონომიკა გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ ყველაზე დიდ გამოწვევებს - ბუნებრივი რესურსების ჭარბ მოხმარებას, კლიმატის ცვლილებას და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას. ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევი, იგივე „საგზაო რუკა", არის ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებს და ადგენს ძირითადი დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს ცირკულარული ტრანსფორმაციისთვის აუცილებელ ცვლილებებსა და მოქმედებებზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პოპულარიზაციის მიზნით, სამოქალაქო ორგანიზაცია - საქართველოს ბუნების მკვლევართა საზოგადოება „Orchis”, პროექტის „Keep Georgia Tidy” ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა რეკომენდაციებს აძლევს დაინტერესებულ მხარეებს, თუ როგორ უნდა დააჩქარონ ცირკულარული მოდელის პრინციპების განხორციელება ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა დონეზე.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)