|
2020-11-10 17:09:01, 578 ნახვა
პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძესა და ამერიკის ელჩს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. კოვიდ-19 პანდემიის გათვალისწინებით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. მინისტრმა დიპლომატს დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიღებული დადგენილებების მიხედვით, განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები, რამაც მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო უზრუნველყო. საუბარი შეეხო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და უსაფრთხოების ზომებსაც. მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზებას. „ამერიკის ელჩთან ძალიან საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. კელი დეგნანმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები მოიწონა და აღნიშნა, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეორე ტურისთვის მზაობის საკითხსაც. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეების უსაფრთხოებას ამჯერადაც სათანადოდ უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ .
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)