11:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 21:05:44, 680 ნახვა

კომენტარი
ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი - ირაკლი კობახიძე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შემდგარ კომუნიკაციას უარყოფს

ნიკანორ მელიამ თქვა წმინდა წყლის ტყუილი - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად მმართველ გუნდი ოპოზიციას მოლაპარაკების თაობაზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეხვედრის ორგანიზება საერთაშორისი პარტნიორებს სურდათ.

„ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის ზოგადად კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, რომ თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც არის წმინდა წყლის სიცრუე. მე და არჩილ თალაკვაძეს დაგვიკავშირდა ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ მას ვუპასუხეთ, რადგან ის არის პარლამენტის წევრი. კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი - მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით და განგვიმარტა შეხვედრის ფორმატიც. ჩვენ განვუმარტეთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებას და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ პოზიციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ინიციატივა დღეს არანაირი შეხვედრის გამართვა არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, გაჟღერებული ინფორმაცია იყო ტყუილი“, - განაცხადა კობახიძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics