|
2020-11-08 15:48:34, 656 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - იძახიან, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდებაო - აღარ გათავდა ეს დედააფეთქებული გვირაბი?
იძახიან, გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდებაო - აღარ გათავდა ეს დედააფეთქებული გვირაბი?, - ამის შესახებ "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მანვე მოუწოდა საზოგადოებას, რომ მათი სიმტკიცის გარეშე, ვერც ერთი პარტია ვერ მიაღწევს მიზანს. „რომ მოვდიოდი, ერთმა ქალბატონმა გამაჩერა და მითხრა, ყველა ვინც მოვა, ეს ხალხია გულანთებული პატრიოტი ამ ქვეყნისაო. „ქართული ოცნება“ პატრიოტიზმზე გველაპარაკება, არ ხართ თქვენ პატრიოტები, პატრიოტი ის არის, ვინც სხვისი დედის ცრემლს თავისად აღიქვამს, პატრიოტი ისაა, ვინც ხალხის მოთხოვნის თანავე მზადაა დატოვოს კაბინეტი, პატრიოტი ის არის, ვისაც სჯერა, რომ 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ჩვენ პოლიტიკურ ისტორიაში იზოლირებულ ეპიზოდად არ უნდა დარჩეს, ვისაც სჯერა რომ სასამართლო უნდა იყოს ხალხის ნების გამომხატველი და ვისაც სჯერა, რომ ხელისუფლება არის საქართველოს მოქალაქისთვის და არა მოქალაქე ხელისუფლებისთვის. იძახიან გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდაო, აღარ გათავდა ეს დედააფეთქებული გვირაბი? სასამართლო, კანონი, სამართალი, მოქალაქეების ნების, არჩევანის პატივისცემა, აი რა გვჭირდება ჩვენ. ვინც დღეს აქ შეიკრიბა, შეხედეთ ამ ხალხს, პირბადითაა ყველა, ყველა იცავს იმ წესებს, რაც დაწესებული გაქვთ, მაგრამ მთავარი წესი რომ არ დააწესეთ, რომ არჩევნები არ უნდა მოიპაროთ? ვერც ერთი პარტია ვერაფერს ვერ შეძლებს, თქვენ თუ არ დადექით მტკიცეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)