11:49 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-08 13:05:02, 825 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა აშშ-ს ისტორიაში რეკორდულად ბევრი, 74 მილიონი ხმა მიიღო

აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამომრჩევლებმა მას დამაჯერებლად გამარჯვების საშუალება მისცეს - მან რეკორდულად ბევრი, 74 მილიონი ხმა დააგროვა. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა აშშ-ს საპრეზიდენტო შედეგების გამოცხადების შემდეგ მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

ჯო ბაიდენმა მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მზად არის დაიწყოს მუშაობა კორონავირუსზე გამარჯვებით. ამასთანავე, დემოკრატმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია აშშ-მ მსოფლიოში ლიდერობას მიაღწიოს.

"ჩვენ მოვიგეთ არჩევნები, ისეთი ხმების რაოდენობის მიღებით, რომლებიც აქამდე არავის მიუღია. მე მივაღწიე ჩემს მიზანს, გავხდი აშშ-ს პრეზიდენტი, რათა ამერიკას კვლავ დაუბრუნდეს პატივისცემა მსოფლიოს მხრიდან", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აღნიშნულის შესახებ, რომ ბაიდენმა მოხსნა რეკორდი არჩევნებზე ხმების დაგროვების მხრივ, 4 ნოემბერს, ტელეარხმა CNBC-მ გამოაცხადა. იმ დროისთვის, ბაიდენს 70 107 686-მა ადამიანმა მისცა ხმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics