|
2020-11-05 23:59:06, 3836 ნახვა
გიორგი ლომია - 9 ნოემბერს 17:00 საათზე ვიკრიბებით ქუთაისში - დავანახოთ ყველას, რომ არ ვართ უუფლებო მონები!
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ლომია არჩევნების ტოტალურ გაყალბებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ხალხის მოთხოვნაა, გამოვიდნენ გარეთ და გააპროტესტონ გაყალბებული არჩევნები. სწორედ ამიტომ "პატრიოტთა ალიანსი" ასრულებს ხალხის დაკვეთას და უწყვეტ ფართომასშტაბიან აქციებზე გადადის. ლომიას თქმით, თითოეული ადამიანის ვალია, საკუთარი ხმებისა და პოზიციის დასაცავად იბრძოლოს. გიორგი ლომიამ პარტიის მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს 9 ნოემბერს 17:00 საათზე ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" საპროტესტო აქციაზე მისვლისაკენ მოუწოდა. გარდა ამისა, როგორც ლომიამ აღნიშნა, ქუთაისის აქციაზე დასწრების მსურველებს 9 ნოემბერს პირველი საათიდან რესპუბლიკის მოედნიდან მიკროავტობუსები უფასოდ წაიყვანენ. "ამ არჩევნებზე ხმა ისეთმა ადამიანებმა მოგვცეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ადრე ხმას "ქართულ ოცნებას" ან სხვა პარტიებს აძლევდნენ. ამ ყველაფრის ფონზე მინიმუმ 10%-ით მაინც გაიზრდებოდა ის რაოდენობა, რომელიც ადრე გვყავდა. ახლა მივიღეთ 3%, ანუ რა გამოდის, რომ 2017 წელს ჩვენ 100 000 კაცი გვყავდა, ახლა კი 50%-ით ნაკლები გვყავს? ეს არის სრული აბსურდი! ამ 4 წლის განმავლობაში ხალხთან ურთიერთობა ან აქტივობა სულ რომ არ გვქონოდა, შემცირდებოდა მაქსიმუმ 5 000 ადამიანით! ამ აქტივობის შემდეგ კი, წარმოიდგინეთ, "ოცნება" გეუბნება, რომ 50% გაქვს შემცირება! კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ტოტალური გაყალბების შედეგი, რომელსაც ხალხი "ოცნებას" არ აპატიებს! ჩვენ ვასრულებთ ხალხის დაკვეთას, თორემ არც პარლამენტში ყოფნა და არც პარლამენტის სავარძელი არ ჭირდება არავის! ხალხის დაკვეთა დღეს არის, გამოვიდეთ გარეთ და გავაპროტესტოთ, ამ პასუხისმგებლობას კი, "პატრიოტთა ალიანსი" ვერ მოიხსნის, ამიტომაც გავდივართ გარეთ და ვაწყობთ საპროტესტო აქციებს! 9 ნოემბერს ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე! არ დაიზაროთ, ხალხნო, გამოდით! ყველა თბილისელს, ვისაც სურს, რომ წამოვიდეს ქუთაისში აქციაზე, 9 ნოემბერს პირველ საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაელოდება მიკროავტობუსები - შეუძლია მოვიდეს, უფასოდ წაიყვანენ და წამოიყვანენ! რაც შეეხება ქუთაისს და მიმდებარე რაიონებსა და სოფლებს, მოვუწოდებ - თქვენი ხმები დაიცავით! დაიცავით თქვენი პოზიცია! ყველას დაანახეთ, რომ არ ხართ მონები და მით უმეტეს, უუფლებო მონები!" - განაცხადა გიორგი ლომიამ.
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)