|
2020-11-04 23:20:10, 750 ნახვა
სამართალი
დეკანოიძის ცნობით, ისანში დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, 4 პირი დააკავეს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირების შედეგად, სავარაუდოდ, დაკავებულია 4 პირი. დეკანოიძის ცნობით, მისი ინფორმაციით დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" ერთი წევრი და სამი სამოქალაქო აქტივისტი. "ჩემი ინფორმაციით დაკავებულია 4, ერთი ჩემი შტაბის წევრია, სამი აქტივისტი", - განაცხადა დეკანოიძემ. ისნის საარჩევნო ოლქში მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც ხატია დეკანოიძე მედიასთან აცხადებს, ერთ-ერთ აქტივისტს მხარი აქვს დაზიანებული. მის გარდა დაშავებულია რამდენიმე პირიც. ცნობისთვის, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური იყო. მოქალაქეები შენობაში შესვლას ითხოვდნენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევდნენ. დაპირისპირების შედეგად დააკავეს რამდენიმე პირი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)