|
2020-11-03 17:08:10, 732 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა ოპოზიციას მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა
გუბაზ სანიკიძე აშკარად სააკაშვილის ენით ალაპარაკდა, როდესაც იგი დაუფარავად, უკიდურესად უწმაწური სიტყვებით აგინებს მთლიანად ქართველ ერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, რომლითაც „მთავარი არხის“ ეთერში გუბაზ სანიკიძისა და ნიკა მელიას დაპირისპირებასეხმაურება. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „ამ უთავმოყვარეო „ოპოზიციის“ ლიდერი კვლავ სააკაშვილია“. „საზოგადოება, რომელიც აკვირდება მოვლენებს, თუნდაც პოლიტიკური ბარიერის მეორე მხრიდან, ადვილად გამოიტანს გარკვეულ დასკვნებს. მეორე საკითხია თუ ვის აწყობს მოვლენათა დრამატული განვითარება და ვის არა: გუბაზ სანიკიძე აშკარად სააკაშვილის ენით ალაპარაკდა, როდესაც იგი დაუფარავად, უკიდურესად უწმაწური სიტყვებით აგინებს მთლიანად ქართველ ერს. გაუნათლებელი და უკულტურო, ფართო ქუდებით თავდაბურული, გაუპარსავი ქართველობის განმანათლებელი ვარო, ქართველებს სანამ დედას არ გაუბახებ არ დაგემორჩილებიანო, ესეც სთქვა სააკაშვილმა! იგივეს იმეორებს, ახლა სანიკიძის მეშვეობით. დაყრუვდით?! ვერ გაიგონეთ?! და მაინც... ამ უთავმოყვარეო "ოპოზიციის" ლიდერი კვლავ იგია. ამ კონფიგურაციის ცვლილება მოინდომა მელიამ, იმ არგუმენტით, რომ ღრუბელ-ღრუბელ, გვირაბით თუ ზღვით ვერ ჩამოსული სააკაშვილისაგან განსხვავებით ფიზიკურადაც იბრძოლა, არც ნაკლები გინება შეუძლია და მაინც დაუფასებელია, ის კი არა ჯერ რუსეთმოვლილი ვაშაძე, ახლა კი პარტიებმოვლილი გუბაზი აღმოუცენდა ცხვირწინ. რეაგირებამაც არ დააყოვნა - უჩემოდ არ ვარგიხართო, შემოუთვალა მეტამორფოზული გუბაზის ენით სააკაშვილმა. გაისუსა სრულიად ოპოზიცია (ისინი ხომ "უპრეცედენტო ერთსულოვნების" დემონსტრირებას ახდენენ). და ისევ! როგორც ყოველთვის! კვლავ რუსეთის სტრატეგიული ამოცანის შესრულებისათვისაა ძალები მობილიზებული - მის საზღვრებთან მდებარე საგანგებო მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ სივრცეში, იქ, სადაც არ ემორჩილებიან, დესტაბილიზაცია უნდა სუფევდეს! და მყისიერად გაქრა სრულიად ოპოზიციის სივრცეში პროდასავლურობა! ნატოსა თუ ევროკავშირისა და ეუთოს, ევროსაბჭოს, აშშ-ს, პარტნიორი ქვეყნების პოზიტიურ შეფასებებს უხეში, ზღვარგადასული არაკორექტული შეტევა დაუპირისპირეს და დააკვირდით - კვლავ სააკაშვილის ფორმულირებებით“, - წერს ვოლსკი.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)