|
2020-11-03 10:44:56, 1263 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით Startup Touch გაიმართა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით სტარტაპებისთვის პირველი რეგიონალური შეხვედრა Startup Touch გაიმართა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ღონისძიებამ 50-მდე სტარტაპის დამფუძნებელი და საერთაშორისო დონის ინვესტორები, აქსელერატორები და კომპანიები გააერთიანა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სტარტაპებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ბიზნესის ზრდაზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების დაკავშირება ერთმანეთთან, საქართველოს წარმოჩენა, როგორც ახალი და კარგი ბიზნეს გარემო ანტრეპრენერებისათვის და ინვესტორებისთვის. ღონისძიების მსვლელობისას ბიზნესების დამფუძნებლებმა და დამსწრეებმა მონაწილეობა მიიღეს ცხრა ვორქშოპში, რომლებსაც ატარებდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: 500 Startups, Google Launchpad, Funderbeam, Start - Business Solutions, Blue Lake Accelerator, Genesis Investments, lemlist.com და Rimon Law. ამასთან ერთად ორი დღის განმავლობაში 250-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებისგან პროფესიული რჩევები მოესმინათ. ღონისძიების პარტნიორების დახმარებით კი ბიზნესმეწარმეები ინვესტორებს შეხვდნენ. ღონისძიების მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე ვირტუალურ გამოფენაზე საკუთარი პროექტები გამოეტანათ და საერთაშორისო ინვესტორების, GITA-ს, Emerging Europe-ს, Overkill Ventures-ს, Funderbeam-ს, Rockstart Accelerator-ს, Techstars Israel-ს, Tera Ventures-ს and 500 Startups-ის წარმომადგენლებისთვის შეეთავაზებინათ. Touch გეგმავს თავისი საქმიანობის მეხუთე წელს ჩაატაროს Touch Digital Summit 2020, რომელიც 20-29 ნოემბერს ასევე დისტანციურად ჩატარდება. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: Onesoul.io, ბილაინი, საქართველოს ბანკი, Caucasus Business Week.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)