|
2018-07-02 18:49:40, 906 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტომ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო. „ელექტრონული სერვისები თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს; მნიშვნელოვანია ქაღალდის დოკუმენტბრუნვის შემცირება და დოკუმენტაციის დაცულობის ხარისხის ამაღლება. დღემდე საქართველოში დანერგილი იყო კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც განკუთვნილი იყო ფიზიკური პირებისათვის. დღეიდან კვალიფიციური სანდო მომსახურება, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სახით, უკვე ორგანიზაციებისთვისაცაა ხელმისაწვდომი. კვალიფიციური ელექტრონული შტამპი ორგანიზაციას საშუალებას აძლევს: • შექმნას მომხმარებლებზე ორიენტირებული დისტანციური პროდუქტები, უსაფრთხოების და სანდოობის უმაღლეს სტანდარტებზე დაყრდნობით; • განახორციელოს ისეთი, ტრანზაქციები რომლებიც აქამდე უსაფრთხოების თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველად ითვლებოდა; • ამოიღოს ქაღალდი საქმისწარმოებიდან, დაზოგოს დრო და რესურსები. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის სისტემის უსაფრთხოება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებითაა უზრუნველყოფილი“, - აცხადებენ სააგენტოში. დეტალური ინფორმაციისთვი იხილეთ ბმული: http://sda.gov.ge/?page_id=13294
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)