15:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 20:44:37, 2806 ნახვა

სააკაშვილი „ქართულ ოცნების“ მხარდამჭერებს - დღეს და გუშინ ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით, ხვალიდან ერთი ქვეყნის შვილები უნდა ვიყოთ

„დღეს და გუშინ ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით, ხვალიდან ერთი ქვეყნის შვილები უნდა ვიყოთ“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელ აქციაზე ჩართვისას განაცხადა.

მან ასევე სახელმწიფო მოხელეებსაც მიმართა - „თქვენ ზიხართ იმ შენობაში, რომელიც მე ავაშენე და იღებთ იმ ხელფასს, რომელიც მე დაგინიშნეთ“.

„მე მინდა ვუთხრა "ოცნების" მხარდამჭერებს, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი. დღეს და გუშინ ჩვენ ვართ და ვიყავით მოწინააღმდეგეები. ხვალ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ.

მე მინდა ვუთხრა ჩვენს საამაყო სახელმწიფო მოხელეებს, თქვენ ზიხართ იმ შენობებშ, რომელიც ჩემი აშენებულია. თქვენ იღებთ იმ ხელფასებს, რომელიც თავის დროზე დაგინიშნეთ და, სამწუხაროდ, არ გაგეზასრდათ. თქვენ ხომ იცით, რომ მე ძალიან მიყვარს ის შრომა, რომელსაც თქვენ ეწევით?  თქვენ ხომ იცით, რომ არავინ არშეგეხებათ, იმიტომ, რომ თუ თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობას, თქვენი გამოციდილება არის ოქროს ფასი, მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო წინა წლებში“ , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics