|
2020-10-29 14:31:25, 728 ნახვა
საზოგადოება
ბადრი ესებუას მამა - გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას
„ან დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას“, - ასე მიმართავს ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა მის შვილს. ესებუას ვიდეომიმართვას მედიაჰოლდინგი „კვირა“ ავრცელებს. „გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი. სად ხარ? არაფერი ვიცი შენს ადგილსამყოფელზე. თუ რამე შეგიძლია, გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და გაირკვევა ყველაფერი ნორმალურად. გთხოვთ ამას, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. ან დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას“, - განაცხადა ტარიელ ესებუამ. შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძარცველი შეიჭრა, რომელმაც მძევლად 43 ადამიანი აიყვანა და სახელმწიფოს ნახევარი მილიონი დოლარი მოსთხოვა. საქართველოს მთავრობამ მძარცველს მოთხოვნები დაუკმაყოფილა, რის შემდეგაც ის მძევლებთან ერთად გაიქცა. რამდენიმე საათის შემდეგ მძარცველმა მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)